აზარტულ და მომგებიან თამაშებზე რეგულაციები გამკაცრდა
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივა უკვე კანონია. გამკაცრებული რეგულაციების იდეა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა, დღეს კი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის პარლამენტსაც და საზოგადოებასაც. შედეგი კი ასეთია: 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება. 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება. მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
