ელჩების კონფერენცია ონლაინ-ფორმატში
პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა. ამბასადორიალი ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ქართველ ელჩებს მადლობა გადაუხადა, ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც ახალი ამბიციური დღის წესრიგი შემუშავდა, მთავარ ოცნებად და მიზნად კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია დაასახელა. ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებასა და "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივაზე, საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე. სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე, ახალ ინიციატივებზე.
