სააკაშვილის სასამართლო - მსჯავრდებული არც დღევანდელ პროცესს დასწრებია
მიხეილ სააკაშვილი არც დღევანდელ პროცესს დასწრებია. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლემ რამდენიმე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა ბრალდებულს ტელეფონით სარგებლობის უფლება ისევ არ მიეცა. ამავე საქმეზე მორიგი სხდომა 13 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება. ხვალ კი, 7 ნოემბრის და იმედის დარბევის ეპიზოდის განხილვაა დანიშნული. მივა თუ არა სააკაშვილი სასამართლოში - არ დაზუსტებულა .
