"ნაცმოძრაობის" მასობრივი შიმშილობა - შეფასებები
ბიძა-დისშვილის ულტიმატუმი პარტიას - ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა საკუთარ დაბადების დღეზე მხარდამჭერებს მადლობის ნაცვლად, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რადიკალური ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში, პარტია და კონკრეტული ტელევიზები, დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ფაქტია, სააკაშვილი საკუთარი თავისუფლების საპირწონედ, მხარდამჭერთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აყენებს.ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის ეზოში 11 კარავია გაშლილი. პარტია ირწმუნება, რომ ლიდერისთვის აქ 200-მდე ადამიანი შიმშილობს. შიმშილობს ნიკა მელიაც. მასთან ერთად კიდევ სამი ლიდერი. ცხადია, ყველა მათგანი უარყოფს, რომ დავალებას ასრულებენ, თუმცა არც იმას ამბობენ, როგორ გაჩნდა და შეთანხმდა იდეა. ოპოზიციისთვის ეს ფორმა გაუგებარია, „ქართული ოცნებისთვის“ კი, სააკაშვილ-ალასანიას დირექტივაა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
