კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
პარლამენტმა 77 ხმით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცდა. კანონპროექტს მხარი 4-მა დეპუტატმა არ დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდა არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პანდემიის სამართავად პარლამენტი მთავრობას უფლებას ანიჭებს სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები დააწესოს. ცვლილებებს აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. მათი განმარტებით, მთავრობა კოვიდგამოწვევებს სათანადოდ ვერ უმკლავდება. კანონპროექტის ინიციატორები კი განმარტავენ, რომ ვადის გახანგრძლივება პანდემიის მყისიერად და ეფექტურად მართვას შეუწყობს ხელს.