საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები
1-10 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდ ვითარების გათვალისწინებით მიიღო. დღეს კიდევ ერთხელ დაზუსტდა , რომ ღამის კლუბები ჯერჯერობით არ გაიხსნება. რაც შეეხება ახალ შტამს, ომიკრონი უკვე 24 ადამიანს დაუდასტურდა. მძიმე ეპიდ ვითარება საქართველოში და ქვეყანა, ეპიდ აფეთქების ზღვარზე - მედიკოსები მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
