თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება. ახალ წესებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. დაინერგება სხვადასხვა ვადიანი ულიმიტო ბარათები, მერია მოსახლეობას ჯამში შვიდ სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს . სამგზავრო აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
