ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან შეხევდრები განახლდა
ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან შეხევდრები განახლდა. სალომე ზურაბიშვილი დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას შეხვდა. ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ , რომელიც ეროვნულ თანხმობას გულისხმობს. ამასთან განხილეს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო. პრეზიდენტთან დღესვე თამარ ჩუგოშვილი და ნინო ლომჯარია იმყოფებოდნენ. ამ წუთებში კი ორბელიანების სასახლეში ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება. ეროვნული თანხმობა წინაპირობების გარეშე - ასეთია პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულიფორმულა პოლიტიკური სპექტრისთვის.ქართულ ოცნებაში პროცესის შეფასებისას აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მზად ყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს დიალოგში და პარალელურად შიმშილობას იწყებს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პარტია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
