აზარტულ და მომგებიან თამაშებზე რეგულაციები მკაცრდება - პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
ცვლილებების მიხედვით 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაში პირველი მარტიდან შეიზღუდება. ასევე პირველი მარტიდან ამოქმედდება აკრძალვა აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით.ჯამში ცვლილების მიხედვით აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე ადამიანს შეეზღუდება , მათ შორის სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს და ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ შავ სიაში შეყვანილ პირებს. კანონპროექტს უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა.
