პრემიერი პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
82 ხმით ერთის წინააღმდეგ. აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიღებულია. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღებას, პრემიერ მინისტრი ეხმაურება. "მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს" - წერს პრემირ მინისტრი წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
