სააკაშვილის სასამართლო პროცესი - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პროცესს არ დასწრებია
სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა - ეს მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბოლო ბრალია. დღეს საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა, თუმცა პროცესს არ დასწრებია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი. მხარეებმა სხდომაზე, რამდენიმე კონკრეტული შუამდგომლობები დააყენს, რაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს ეხებოდა - მოსამართლის გადაწყვეტილებით ორივე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა ტელეფონით სარგებლობის უფლებისა, რასაც სააკაშვილის უფლებადამცველები ითხოვდნენ. მორიგი სხდომა 13 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.
