შიმშილობა „ნაცმოძრაობაში“ - შეფასებები
დღე პირველი - სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის ოფისის ეზოში შიმშილობა დაიწყო. 11 კარავი ასამდე მოშიმშილეს იტევს, თუმცა მათ რიგებში ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ოთხი ლიდერია. რისი მიღწევა სურს ნაციონალურ მოძრაობას და იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა. თუ ვინ დგას მასობრივი შიმშილობის გადაწყვეტილების უკან, ნიკა მელია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში არ მიუღიათ. თემას ეხმაურება მმართველი გუნდიც. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ ინიციატივა მიხეილ სააკაშვილისგან მოდის.
