ბილ გეითსის პროგნოზი
ბილ გეიტსი ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. მილიარდერის თქმით, კოვიდპანდემია მომავალ წელს უნდა დასრულდეს. „ახალი „ომიკრონ“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმედი მაქვს, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება. ამისთვის, ისევ და ისევ, საჭიროა პირბადეების ტარება, მასობრივ შეკრებებზე უარის თქმა და ვაქცინაცია,“-აღნიშნა გეიტსმა.
