სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 ადამიანი მისცეს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 ადამიანი მისცეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები, თბილისისა და რუსთავში მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდნენ. კანონდამრღვევებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
