ჯემალ ჭკუასელი დაკრძალეს
ჯემალ ჭკუასელი მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილი ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი და ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში, 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
