სააკაშვილის საიუბილეო მოწოდებები - პოლიტიკური შეფასებები
სააკაშვილმა მელიას იუბილეც წაართვა,პარტია პატიმარი ლიდერის დაბადებას ზეიმობს. მოქმედ თავმჯდომარეს ყოფილისგან წერილობითი მილოცვა და შექება შერჩა. გორის ჰოსპიტალთან დაწყებული მოკრძალებული წვეულება რუსთაველზე გაგრძელდა. დაკვეთა აქტიური და მასშტაბური პროტესტია, შედეგი ისევ სხვა. პოლიტიკოსები ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილი ნაციონალების ელექტორატის ინტერესებსაც ასცდა. ყოფილი პრეზიდენტი კი კვლაც ამბიციური ლიდერის როლშია, ხმაურიანი მოწოდებებით ხან საპატიმროს და ხანაც საავადმყოფოს სარკმლიდან. საინტერესოა, იქნება თუ არა ასეთივე შემართებით ხვალინდელ სასამართლო პროცესზე - ეს კვლავ გაურკვეველია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
