თემურ ალასანიას კვალი საგამოძიებო პროცესში
სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე, რომლის დეტალებს ქრონიკის არქივი ინახავს და სადაც, სააკაშვილის ბიძა ფიგურირებს. პროკურატურა 2012 წლის საქმეს იკვლევს. თემურ ალასანიას აქ ჯერ მოწმის სტატუსი აქვს. გამოძიება კი ამბობს, რომ საუბარია მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენისგან სოლიდური თანხის მითვისებაზე. ალასანია თბილისში 15 დეკემბერს ჩამოვიდა. მისი გამოკითხვა 2018 წლის აუდიოჩანაწერის შესახებ უკვე მოესწრო.როგორც გაირკვა, პროკურატურას სააკაშვილის ბიძასთან კითხვები კიდევ ჰქონდა და მისი ადვოკატი ინფორმირებული იყო. თუმცა თემურ ალასანია მოულოდნელად, დისშვილის დაბადების დღის წინ გაქრა. ოფიციალურად- მეზობელ ქვეყანაში მკურნალობს. საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს - ვის დაჰპირდა მილიონი დოლარის სანაცვლოდ მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილთან შუამდგომლობას, ბიზნესმენის ვინაობა ქრონიკისთვის ცნობილია, ისევე, როგორც ალასანიას მიერ გაცემული პირობის ბედი.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები