მასშტაბური თაღლითური სქემა
სკანდალური საქმის ექსკლუზიური დეტალები ქრონიკაში. დანაშაული მსოფლიოში ცნობილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე მოღვაწე საწარმოების წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. საუბარია დაახლოებით 1 თვეში, 17 კომპანიიდან მითვისებულ 47 ათას 922 ევროზე. ორი ბრალდებულიდან, ერთი-მოქმედი იურისტია. გამოძიება გრძელდება.ქრონიკამ დაზარალებულთა შორის ისეთი კომპანიები აღმოაჩინა, როგორიცაა "ბუგატი" და "ფოლკსვაგენი". გაარკვია ბრალდებულის ვინაობაც და ისიც, რომ არ არის გამორიცხული, დანაშაულებრივი ჯგუფი კიდევ გაფართოვდეს. ქართული მხარე ევროპასთან აქტიურად თანამშრომლობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
