ჯემალ ჭკუასელი დაკრძალეს
ჯემალ ჭკუასელი დღეს მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილი ლოტბარი, მომღერალი და საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
