"სუბსიდირებულო ოპოთეკურო სესხი" - სახელმწიფო პროგრამით ჯამში უკვე 110 მილიონი ლარის სესხი გაიცა
სახელმწიფო პროგრამას - „სუბსიდირებულ ოპოთეკურ სესხს“ უკვე 1005 ბენეფიციარი ჰყავს. პროგრამით სარგებლობა მრავალშვილიან ოჯახებთან ერთად, იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ჰყავთ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამით სარგებლობა 2021 წლის 1 სექტემბრიდანაა შესაძლებელი. ჯამში კი უკვე 110 მილიონი ლარის სესხი გაიცა.
