პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება დაიწყო
ეროვნული თანხმობის მისაღწევად პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ორბელიანების სასახლეში დილიდან პოლიტიკოსები მიდიან. შეხვედრა უკვე გაიმართა სალომე სამადაშვილთან, ხატია დეკანოიძესთან, ანა დოლიძესთან, ლევან იოსელიანთან და იაგო ხვიჩიასთან. მხარეები არსებულ ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. პრეზიდენტის შემდგომი ნაბიჯები სწორედ ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ განისაზღვრება.
