გამოძიება ალასანიას წინააღმდეგ
თემურ ალასანიამ საქართველო იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე აანონსებდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე დაბარებული, თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ერთ-ერთი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებისა და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.
