"ომიკრონი" შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დომინანტ შტამად იქცა
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ომიკრონი უკვე ინფიცირებულების 73 პროცენტს უფიქსირდება. ერთი კვირის წინ ეს მონაცემი მხოლოდ 12 პროცენტი იყო. შტატებში ახალი შტამით გარდაცვალების პირველი შეთხვევაც აღირიცხა, 50 წლის მამაკაცი აცრილი არ იყო.
