პოლიტიკური შეთანხმების იდეა
ეროვნული თანხმობის მისაღწევად პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ორბელიანების სასახლეში დილიდან პოლიტიკოსები მიდიან. შეხვედრა უკვე გაიმართა სალომე სამადაშვილთან, ხატია დეკანოიძესთან და ანა დოლიძესთან. მხარეები არსებულ ვითარებაზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. პრეზიდენტის შემდგომი ნაბიჯები სწორედ ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ განისაზღვრება.
