სისხლის სამართლის საქმე თემურ ალასანიას წინააღმდეგ
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია- რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება- სისხლის სამართლის საქმე თემურ ალასანიას წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ბიძა სასამართლოში გამოკითხვაზე არ მივიდა. პროკურატურის ცნობით, ის საქართველოში აღარ არის. საქმე კი 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მილიონი აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.
