საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანს შეხვდა, კოლეგებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს. ისაუბრეს სარკინიგზო გადაყვანების ახალ პროექტსა და მარნეული - აირუმის ახალი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას ელექტროენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო სომხეთს მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს. 2021 წლის 10 თვის მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით სომხეთი მე-7 ადგილზეა 555 მლნ. აშშ დოლარით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 8% - ს შეადგენს.
