ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი
მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება- საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას უმაპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას დაესწრნენ. ამ ფორმატში მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა. ერევანი მზადაა- ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. დღის ბოლოს კი, მთავრობის მეთაურმა სტუმარი დელეგაციასთან ერთად სადილზე მიიწვია.პრემიერებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და ქალაქი დაათალიერეს.
