გუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კობი გუდაურის გზის მონაკვეთზე ზვსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უსაფრთხოების მიზნით მძღოლების ნაწილი ამ დრომდე მცხეთა - სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე რჩება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
