მიმდინარე წელს საგარეო ვაჭრობა 25,1%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა 26, 7%-ით. საქსტატის ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა, საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5% შეადგინა.
