გიორგი კალანდაძე დაკავებულია
ბერლინში დაკავებული გიორგი კალანდაძის ექსტრადირების შუამდგომლობით გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს მიმართავს. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებულის წამებას. პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში ელბერტ კობერიძე აწამეს. სწორედ ამ ეპიზოდშია ბრალდებული საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, რომელსაც ბრალი 2015 წელს წარუდგინეს. ის გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში დააკავეს.
