სააკაშვილი მღვდელმთავრების წინააღმდეგ
მეუფე იოანე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგებაზე საუბრისას, ქუთაისი გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს და მისი თქმით, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს. მეუფე იოანე გამრეკელმა სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ საჭიროა ტერმინებზე შეთანხმება, იმისათვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, მათ შორის 7 ნომებრის მოვლენებს. მიტროპოლიტის კრიტიკას წერილობით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა . მსჯავრდებული მეუფე იოანე გამრეკელს ეკლესიაში ჩანერგილ , მეხუთე კოლონის წარმომადგენელს უწოდებს და წერს, რომ „გამრეკელი დიდი ხანია, შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქს კირილს შეშურდებოდა.“ ვკითხულობთ სააკაშვილის წერილში. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილის და მისი პარტიის მხრიდან მორიგი შეტევა ეკლესიაზე გასაკვირი არ არის. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ შერიგებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ერთი მხრივ ის, შერიგებაზე საუბრობს, თუმცა მეორე მხრივ, სააკაშვილი დანაშაულის აღიარების წინააღმდეგია.
