სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში - ომბუდსმენის კონსილიუმის განსხვავებული დასკვნა
ცენტრი ემპათიას რეკომენდაციაა, რომ მიხელ სააკაშვილმა მკურნალობა ნეირო რეაბილიტაციის ცენტრში გააგრძელოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ცენტრი საქართველოში, როგორც მარიამ ჯიშკარიანი ამბობს ფაქტობრივად არ არსებობს, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის ინიციატივით გამოდის. ცენტრ ემპათიას დასკვნა რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა, სადაც ვკითხულობთ, რომ მიხელ სააკაშვილის დაავადებებს შორის, ვერნიკეს ენცეპალოპათაც ფიგურირებს. გარდა ამისა მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მიხელ სააკაშვილის მკურნალობისთვის პრეპარატი კეტილეპტი, არამიზნობრიად იყო დანიშნული, რისი საჭიროებაც მას არ ჰქონდა. თუმცა განსხვავებულია სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ შემუშავებული დასკვნა, სადაც არც ვერნიკეს ენცეპალოპათიაზეა საუბარი და პრეპარატის შესაძლო ზედოზირებით გამოწვეულ გართულებებსაც ეჭვქვეშ აყენებენ.
