„ნაცმოძრაობის“ აქცია - შეფასებები
ნაციონალური მოძრაობა მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქცია პარტიამ, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს სიმბოლურად დაამთხვია. ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ნაძვის ხესთან შეიკრიბებიან. სხვა ოპოზიციური პარტიები, არსებული ინფორმაციით, დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მმართველი პარტია, პარალელს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასა და სტალინისტების ყოველწლიურ შეკრებას შორის ავლებენ.
