ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშიანს შეხვდა
მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომამდე, გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, სადაც ყველა აქტუალურ და ორ ქვეყანას შორის არსებულ პრიორიტეტულ საკითხზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ ეკონომიკური კომისია უმაღლეს, პრემიერ-მინისტრების დონეზეა აყვანილი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას უწყობს. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
