სომხეთის პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
ნიკოლ ფაშინიანს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრემიერები მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას დაესწრნენ, სადაც ითქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ასეთი მყარი და მჭიდრო არასდროს ყოფილა. „დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ, განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე და სწორედ ამ მიზნით და მოტივით შევიკრიბეთ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, კომისიის სხდომის დაწყებამდე.
