საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედალი აიღეს, 3 ოქროს მედალი, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო. გარდა ამისა, ტალახაძე შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდ პანდემიის გამო, 1 წლის დაგვიანებით, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა. ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
