ადიგენში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია
გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრილი 24 წლის მამაკაცი თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს. მანამდე გადაუდებელი ოპერაცია, ახალციხის ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ახალგაზრდა ადიგენის სოფელ უდეში ცივი იარაღით 18 დეკემბერს დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
