საქართველოში კოვიდინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 296 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 910 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 863 076, გარდაიცვალა 13 116 პაციენტი.
