"ოცნების ქალაქის" მშენებარე კომპლექსის პირველი მობინადრეები
ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. არასრულწლოვანი ძმები ოცნების ქალაქის მშენებარე კომპლექსის პირველი მობინადრეები არიან. მათ ბინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს, ანრი და კახა ბერიძეები ახალ ბინაში იცხოვრებენ. მათ მამა 11 წლის წინ დაკარგეს, დედა კი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამჟამად ბიძასთან ცხოვრობენ, მანამდე კი წლები პატარა კოხში გაატარეს. დღესვე თორნიკე რიჟვაძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და ბათუმის საფეხბურთო არენაც დაათვალიერებინა. ძმები ბათუმის დინამოს აკადემიაში ისწავლიან.
