Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამა ამომედდება. განათლების სამინისტრომ უკვე გააფორმა შეთანხმება, რომელიც ქართველ მეცნიერ-მკვლევარებს, ინოვატორებს უდიდეს პერსპექტივას და ევროპელი კოლეგების იდენტურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ასევე, განსაკუთრებულად ზრდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობას. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული მსოფლიო მასშტაბის ეს სივრცე ზუსტად ეხმიანება ევროკავშირის საგრანტო პროგრამის პრიორიტეტებს.
