საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
ჩვენი ქვეყნის უცვლელი კურსი დასავლეთისკენ და კიდევ ერთი აღიარება - საქართველო უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორია. ეს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა და ხაზგასმულია ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. სასაზღვრო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ეუთოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ინტერპოლთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. ვრცელ დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეული სამუშაო დადებითად არის შეფასებული.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
