ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაამართლეს
განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა თუ აუცილებელი მოგერიება? 7 საათიანი თათბირის შემდეგ გამოცხადებული გამამართლებელი ვერდიქტი. გუდაურის მკვლელობის საქმეზე ორწლიანი ხმაურიანი განხილვა დასრულებულია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თადარიგის მაიორი უდანაშაულოდ ცნო. მერაბ კობიაშვილი თავისუფალია.მსაჯულთა გადაწყვეტილება საბოლოოა და პროკურატურა მას ვერ გაასაჩივრებს. შემთხვევა 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. 27 წლის თამაზ გორთამაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლმა ტყვიამ ადგილზე მოკლა, მისი მეგობარი კი დაიჭრა. გამოძიებამ მერაბ კობიაშვილი დააკავა, თუმცაა პარალელურად, თავად კობიაშვილზე ძალადობისთვის სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები