პრეზიდენტის ინიციატივა - ვის როგორ ესმის შერიგება-შეთანხმება
იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა, პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ მის ინიციატივას ორბელიანების სასახლიდან გასვლის შემდეგ ეს რეაქციები მოჰყვებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციატივა ყველა პოლიტიკურ ძალას წარუდგინა. მიწვევაზე ყველა არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტს პრობლემად არც ეს მიუჩნევია, იმედოვნებს, რომ ეროვნული თანხმობის მისაღწევად ნაბიჯს, ადრე თუ გვიან, ყველა გადადგამს. პრეზიდენტი პოლიტიკოსებს კონსულტაციებზე ელის, წინაპირობების გარეშე, ეს კი ყველას არ მოსწონს. ვინც გუშინ ორბელიანების სასახლეში იყო, შეთანხმების იდეას არ უარყოფს, მაგრამ პასუხისმგებლობას თითოეული სხვადასხვაგვარად ხედავს. ოპოზიციაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ პროცესის წარმატება არც სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული და არც მათზე. მთავარ როლს კი სხვებს ანიჭებენ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
