იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 2021 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მსჯავრდადებულებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის გაზრდა, შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა- იუსტიციის მინისტრმა პრიორიტეტები დაასახელა. რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფორმატში სამომავლო გეგმები წარმოადგინა და გაწეული საქმეებიც შეაჯამა. მათ შორის ისაუბრა სახელფასო ფონდის გაზრდაზეც. ოპოზიციის უმეტესობამ კი არც ამის მოსმენა ისურვა. მინისტრი, რომელიც მათი თავდასხმისა და ბრალდებების ადრესატი ხშირად ყოფილა, დღეს ამაოდ უცდიდა კითხვებს ოპონენტებისგან. სხდომა 9-ა ოპოზიციონერით დაიწყო და ეს რაოდენობა კითხვა-პასუხისას კიდევ უფრო შემცირდა. მიხეილ სააკაშვილი და რუსეთთან სამართლებრივი დავა - განხილვის საგანი ეს ორი მთავარი თემა იყო.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
