ლევან იზორიას საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის რაინდის წოდება მიენიჭა
გერმანიაში საქართველოს ელჩმა უმაღლესი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა. საპატიო ლეგიონის რაინდის წოდება საფრანგეთის უმაღლეს ეროვნულ ჯილდოს წარმოადგენს და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. ჯილდოს ოფიციალური გადაცემის ცერემონია ბერლინში საფრანგეთის საელჩოში გაიმართა.
