იმუნიზაციის პროცესი ლენტეხის მუნიციპალიტეტში
ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუფერხებლად გაიარონ.მერის თქმით ლენტეხის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი უსაფრთხო აცრისათვის. მუნიციპალიტეტის მერი ვაქცინაციის პროცესს დაესწრო და მოსახლეობას კიდევ ერთხელ, აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.