პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
პროექტი პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა 15 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ბიუჯეტის მოცულობა 332 მილიონი ლარით გაიზრდა და ამ დროისთვის 19 მილიარდ 171 მილიონს აჭარბებს.
