პარლამენტმა დაჩქარებული წესით აზარტული თამაშების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა
81 მომხრე ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა მეორე მოსმენით სესიაზე დაჩქარებული წესით აზარტული თამაშების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც,გადაწყდა რომ აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა პირველი მარტიდან ამოქმედდება. კანონმდებლებმა ტელევიზიების წარმომადგენელთა თხოვნა გაითვალისწინეს, საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომზე იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, გარკვეულ პირთა წრეს ონლაინ თამაშებზე წვდომა აღარ ექნება. 25 წლამდე მოქალაქეებს კი ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ. დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და მათ ვებ-გვერდებზე განთავსების აკრძალვაც.
