EBRD-ის ახალი სტრატეგია საქართველოსთვის
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2022 - 2027 წლებისთვის საქართველოს ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ინფორმაციას იბიარდი ავრცელებს. ახალი სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: 1. ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. 2. ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა. 3. საქართველოს მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გასწია რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად.
