Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი საქართველოში
საქართველოში ჰორაიზონ ეუროფის, ეროვნული ოფისი დაფუძნდა. ოფისის მისია, ევროკავშირსა და საქართველოს, უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის, მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა. შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი ბრიუსელში მოეწერა, საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ასევე ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები. ჰოპრაიზონ ეუროფის პრიორიტეტს, სიმსუვნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფიანანსება წარმოადგენს, რასაც ზუსტად ეხმიანება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა. შესაბამისად, ცენტრი საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონამდე ევრო გამოყო.
